წმიდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღესთან დაკავშირებით, დღეს სამების საკათედრო ტაძარში, ჩვილთა საყოვლთაო 25-ე ნათლობა გაიმართება.
საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე, დღეს კიდევ 920 ჩვილს მონათლავს.
როგორც პატრიარქმა საკვირაო ქადაგების დროს ბრძანა, ნათლობის დასრულების შემდეგ ტაძარში მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს. კათალიკოს პატრიარქს უკვე 13 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს.

















