თბილისის მერის, გიგი უგულავას რეიტინგი, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, აგვისტოს თვესთან შედარებით მნიშვნელოვნად დავარდა. 
 
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გიგი უგულავა გამოკითხულთა 29 პროცენტს მოსწონს, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი აგვისტოს თვეში 58 პროცენტს შეადგენდა.
 
ამავე კვლევის თანახმად, უგულავა არ მოსწონს გამოკითხულთა 54 პროცენტს, აგვისტოში კი თბილისის მერის მუშაობით უკმაყოფილოთა რიცხვი მხოლოდ 22 პროცენტი იყო.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 14-25 ნოემბრის პერიოდში  ჩატარდა,
საქართველოს მასშტაბით 1,947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის
საფუძველზე.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












