გარემოს დაცვის სამინისტროში დღეს, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და USAID-ის მისიის ხელმძღვანელი სტივენ ჰაიკენი,
დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიის შესახებ, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
გარემოს დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიის პროგრამის ფარგლებში (Low Emission Development Strategies - EC-LEDS) აშშ-ს მთავრობა, ხელს უწყობს ქვეყნების გრძელვადიანი პროგრამების განხორციელებასა და ეკონომიკურ ზრდას, სათბური გაზების შემცირების ფონზე.
სამინისტროს ინფორმაციითვე, დოკუმენტი, რომელსაც მინისტრი და მისიის ხელმძღვანელი ხელს მოაწერენ, გახდება თანამშრომლობის საფუძველი USAID-სა და საქართველოს მთავრობას შორის, გლობალური კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული საფრთხეების შემცირების საკითხებში.

















