საქართველოში 17 - დან 24 დეკემბრის ჩათვლით, ჩინური კულტურის დღეები გაიმართება.
ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში სპეციალური პრესკონფერენცია ჩატარდება.
პრესკონფერენციას დაესწრებიან ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯიანვეი გონგი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი და ჩინეთის დელეგაციის წევრები.
ღონისძიება საქართველოსა და ჩინეთის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთას ეძღვნება, რომელიც, როგორც საქართველოში, ასევე ჩინეთშიც აღინიშნება.
დღეს, 19:30 საათზე, გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსულ დრამატულ თეატრში, ქართული საზოგადოების წინაშე, 1939 წელს დაარსებული ცნობილი ჩინური თეატრი ,,გიანსუ" წარსდგება. ეროვნულ მოტივებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული მსოფლიოში განთქმული თეატრი, მუსიკისა და ცეკვის მრავალფეროვან ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

















