ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ორშაბათს ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) მეორე აქტივობის პროექტების ALRAKIS, ELECTRA გახსნის ღონისძიება გაიმართება.
პროგრამის მეორე აქტივობა მოიცავს სტუდენტების, მკვლევრებისა და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული (გერმანია, ესპანეთი, ესტონეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთის რესპუბლიკა) და არაევროპული ქვეყნების (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ერაზმუს მუნდუსი (Erasmus Mundus) წარმოადგენს თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამას უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე.

















