საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ , 7 დეკემბრიდან 14 დეკემბრამდე საანალიზო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად,
გამოკითხვაში მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ ქმედებებზე, პასუხისმგებლობას თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილსაც აკისრებს.
კითხვაზე, „ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა ირაკლი ოქრუაშვილს ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ ქმედებებზე“, გამოკითხვაში მონაწილეთა 78,8 პროცენტმა უპასუხა, რომ მას პასუხისმგებლობა ეკისრება, 12,1 პროცენტი კი საწინააღმდეგო მოსაზრებას აფიქსირებს.
დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა, გამოკითხვაში მონაწილეთა 9,1 პროცენტს გაუჭირდა.

















