მომავალი წლიდან ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობები გაუმჯობესდება.
ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე განაცხადა.
„უახლოეს პერიოდში ქართველ სამხედროებს ექნებათ ახალი სადაზღვევო პაკეტი. ასევე, პრემიერ-მინისტრის უშუალო მითითებით, მომავალი წლიდან ავღანეთში მყოფ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს გაეზრდებათ ხელფასი. ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმისათვის, რომ რეალურად ჩვენ შევუქმნათ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს როგორც სოციალური, ასევე საყოფაცხოვრებო პირობები. რაც მთავარია, მათ უნდა ჰქონდეთ ისეთი ტექნიკა და შეიარაღება, რომ საკუთარი ქვეყნის დაცვა შეძლონ“ - განაცხადა ალასანიამ.
დღესვე, თავდაცვის მინისტრმა გაერთინებული შტაბის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ვაზიანის ბაზის ტერიტორია დაათვალიერა და საჩვენებელ სწავლებას დაესწრო.

















