უნარშეზღუდულ ადამიანთა დაცვის  საერთაშორისო  დღესთან დაკავშირებით, საქართველოს შონაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში, 
თბილისის უნარშეზღუდულ ბავშვთა №198-ე საჯარო სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი გაზდელიანი, სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის(სამმართველო) უფროსი  ალექსანდრე ვარდიშვილი და ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე  ზურაბ თალაკვაძე ესწრებოდნენ.
 შეხვედრას ტვინინგის პროექტის მუდმივი წარმომადგენელი, მრჩეველი  ჟან-ფრედ კრუზიარდიც დაესწრო.
შეხვედრის მიმდინარეობისას გამართულ დისკუსიებში,  ისაუბრეს  შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის  მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ,  უნარშეზღუდულ ბავშთა საგანმანათლებო დაწესებულებებში მოზარდთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნისა და მათთვის სხვადასხვა სახის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების საქმეში. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












