საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში, ბიზანტიური კულტურის მუზეუმში, 15 დეკემბერს, გამოფენა
ეგეოსის, შავი და კასპიის საზღვაო პორტები~ გაიხსნება.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, ექსპოზიციაზე, სხვადასხვა ქვეყნის საპორტო ქალაქებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება ბათუმის, ფოთისა და სოხუმის ისტორიული ფოტოები, რომელიც საქართველოს ეროვნულ არქივში, დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექციაშია დაცული.
ღონისძიება ევროკავშირის `შავი ზღვის აუზის ქვეყნების გაერთიანებული სამოქმედო
პროგრამის (2007-2013)~ მიერ დაფუძნებული პროექტის `ეგეოსიდან შავ ზღვამდე. აღმოსავლეთის საზღვაო მარშრუტები შუასაუკუნეების პორტებში~ ფარგლებში ეწყობა და მისი
ორგანიზატორები არიან ბიზანტიური და პოსტბიზანტიური მონუმენტების ევროპული ცენტრი,
ცენტრალური მაკედონიის რეგიონის კულტურის ცენტრი და შავ ზღვაზე ბერძნული ცივილიზაციის განვითარების სწავლების ცენტრი.
გამოფენის გახსნის ცერემონიალს საქართველოს ეროვნული არქივის დელეგაცია დაესწრება.
გამოფენის გარდა, პროექტით დაგეგმილია ეგეოსის, შავი და კასპიის საზღვაო პორტებთან დაკავშირებული დოკუმენტების ელექტრონული ბაზის შექმნა, 25-წუთიანი დოკუმენტური ფილმის გადაღება, სპეციალური ვებგვერდის შექმნა, გამოცემის მომზადება და კონფერენციებისა და სამუშაო შეხვედრების გამართვა.

















