გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსი გიორგი შონვაძე ლაგოდეხის ნაკრძალს სტუმრობდნენ.
გარემოს დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტი დაცული ტერიტორიის პრობლემების შესწავლას, მისი სამომავლო გეგმების და პერსპექტივების გაცნობას ისახავდა მიზნად.
სამინისტროს ინფორმაციითვე, მინისტრი და კომიტეტის წევრები დაცული ტერიტორიის თანამშრომლებს, ადგილობრივ მოსახლეობას და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში ლაგოდეხის ნაკრძალის საუკუნოვანი ისტორიის აღსანიშნავი სპეციალური ფოტოგამოფენაც მოეწყო.

















