საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საიტის ფუნქციონირება  დღეს დილიდან პარალიზებულია.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ჯერჯერობით დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობენ და აცხადებენ, რომ პრობლემაზე სპეციალისტები მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, ჰაკერული შეტევის მსხვერპლი ორი სამინისტროს - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ვებ-გვერდი გახდა.
დღესვე, შეფერხებით ფუნქციონირებს რამდენიმე პოპულარული ქართული ვებ-გვერდიც.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












