ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიბლიოთეკის კინოკლუბის პრეზენტაცია გაიმართება.
უნივერსიტეტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე ნაჩვენები იქნება გიორგი ოვაშვილის ფილმი „გაღმა ნაპირი“, რომლის დასრულების შემდეგ დისკუსია იგეგმება.
თსუ-ს ინფორმაციითვე, თვეში ორჯერ, კლუბში ყველაზე წარმატებული, საინტერესო, აქტუალური და გახმაურებული ფილმები იქნება წარმოდგენილი. კლუბურ გარემოში სტუდენტებისა და კინოკრიტიკოსების მონაწილეობით დისკუსიაც გაიმართება. ბიბლიოთეკის კინოკლუბს საფუძველი თსუ-ს სტუდენტების თხოვნით ჩაეყარა.
პრეზენტაცია დღეს 16:00 საათზე გაიმართება.

















