სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტის” საკონფერენციო დარბაზში, დღეს II საერთაშორისო კონფერენცია –“შემობრუნება სულიერებისაკენ” გაიმართება.
კონფერენცია უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით ტარდება.
კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს მთავრობა, დიპლომატიური კორპუსი, წმინდა სინოდის წევრები და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრებიან.
კონფერენცია ორდღიანია და 15 დეკემბრამდე გასტანს.

















