სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე დავით შერვაშიძე, დღეს ჰიპერმარკეტ ,,გუდვილში’’
ქართული პროდუქციის გამოფენა - გაყიდვას ,,აირჩიე ქართული გუდვილთან ერთად’’ გახსნის.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე 30–მდე ადგილობრივი მწარმოებლის სხვადასხვა პროდუქცია (ჩაი, თაფლი, ხილის და ბოსტნეულის წვენები, ტკბილეული, ღვინო, სუვენირები, ყველი, საკონსერვო პროდუქტები, უალკოჰოლო სასმელები) იქნება წარმოდგენილი.
გამოფენა-გაყიდვა 13:00 საათზე გაიმართება.

















