საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი, შოტლანდიელ სპორტის ექსპერტს - ჩარლი რებერნს შეხვდა.
ჩარლი რებერნი სასკოლო სპორტის ფედერაციის საერთაშორისო წარმომადგენელი და შოტლანდიის პარლამენტში ინტერპარტიული სპორტული ჯგუფის წევრია, რომელიც წლების მანძილზე შოტლანდიაში ფიზიკური კულტურის განვითარებას კურირებს.
შეხვედრას დაესწრნენ ასევე, საქართველოს რაგბის კავშირის კონსულტანტი და საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი 2011 წლის მსოფლიოს თასზე, შოტლანდიელი რიჩი დიქსონი, მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და პედაგიგიკის მეცნიერებათა პროფესორი გურამ ძაგანია.
მინისტრთან შეხვედრის მთავარი თემა სპორტის აკადემიის აღდგენის საკითხები იყო.
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, სპორტის აკადემია აღდგება, სახელწოდებას შეიცვლის და სპორტის უნივერსიტეტის სახელით იფუნქციონირებს. უნივერსიტეტი სხვადასხვა სპორტული კვალიფიკაციის სპეციალისტებს მოამზადებს.

















