logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
განცხადება თვითნებურად დაკავებულ ობიექტებთან დაკავშირებით
განცხადება თვითნებურად დაკავებულ ობიექტებთან დაკავშირებით
17:58 13.12.2012
თვითნებურად დაკავებულ ობიექტებთან დაკავშირებით, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის ტექსტსაც „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

„რადიკალურად განწყობილი და გარკვეული ძალების მხრიდან მართული ჯგუფების თვითნებურად დაკავებული იყო 53 ობიექტი. ბოლო შემოწმებით, დაკავებულია 45 ობიექტი.

ის, რომ სხვის საკუთრებაში შეჭრა არის კანონდარღვევითი ქმედება, ჩვენთან ერთად იზიარებენ საერთაშორისო, არასამთავრობო და პარტნიორი ორგანიზაციები.

ერთ-ერთი ასეთი ობიექტია ყოფილი პოლიკლინიკის შენობა (ბაქოს ქუჩა N 1). აღნიშნულ შენობაში დევნილთა სამინისტრომ განახორციელა სარეაბილიტაციო სამუშაოები ნგრევადი „ბამბის ნართი-ს“ შენობაში მცხოვრებ დევნილთა გადასაყვანად, თუმცა, სარემონტო სამუშაოს დასრულებამდე იქ ერთი რადიკალურად განწყობილი ჯგუფის მხრიდან მოხდა თვითნებური შეჭრა. შესაბამისად, ნგრევად ობიექტში მცხოვრები დევნილები დღემდე რისკის ქვეშ რჩებიან და აღნიშნულ მისამართზე გადაყვანა ვერ ხერხდება.

ამავდროულად, ეს არის კონფლიქტი დევნილთა 2 ჯგუფს შორის - ერთი, რომლებმაც უკანონოდ დაიკავეს ავარიულ შენობაში მცხოვრები დევნილებისთვის რეაბილიტირებული ფართი (ბაქოს ქუჩა N1) და ამავე დროს, ეს არის კონფლიქტი შეჭრილებსა და თბილსისი მერიას შორის, რომლის საკუთრებას წარმნოადგენს აღნიშნული შენობა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო და კერძო საკუთრების სხვადასხვა ობიექტების თვითნებური დაკავება 3 ოქტომბრიდან დაიწყო.

ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, დავაკმაყოფილოთ კონფლიქტის მონაწილე ჯგუფების კანონიერი ინტერესები. მიმდინარეობს მუშაობა დევნილი საზოგადოების 18 წლის გამნმავლობაში დაგროვილი პრობლემების ეფექტურად გადაჭრის მექანიზმებზე, როგორიცაა, მშენებლობები, კარკასული ობიექტების რეაბილიტაცია და საცხოვრებლად გადაკეთება და ასე შემდეგ. შესაბამისად, დევნილ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვთ და მოვუწოდებთ, ნუ მოქმედებენ კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ.

საქმე გვაქვს ისეთ შემთხვევებთან, როდესაც, ყველა კმაყოფილი ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება. დევნილთა ორივე ჯგუფის მიმართ სახელმწიფოს აქვს ვალდებულებები. ორივე ჯგუფს გააჩნია ფართით დაკმაყოფილების გადაუდებელი საჭიროება. სამწუხაროდ, აღნიშნული ერთი კონკრეტული ობიექტით ყველა პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია.

ამიტომ, სამინისტროს პოზიციაა, ვიყოთ სამართლიანობის პრინციპების მხარეს. აქედან გამომდინარე, ბაქოს ქუჩა #1-ში უნდა განთავსდნენ ნგრევადი „ბამბის ნართის“ დევნილები, ხოლო „არაშენდას“ 12 ოჯახთან (რომლებმაც ბაქოს ქუშიც ობიექტი თვითნებურად დაიკავეს) სამინისტრო გააგრძელებს მოლაპარაკებებს მათი პრობლემების მოსაგვარებლად“ - აცხადებენ სამინისტროში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა