რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა,
დღეს, დუშეთში სუვენირების ქარხანა Combimap-ის გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.
საწარმო დუშეთის რაიონის სოფელ არაგვისპირში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების პროექტის (NEO) დაფინანსებით გაიხსნა.
აღნიშნული პროექტის (NEO) მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მოსახლეობის შემოსვლის ზრდას, სიღარიბის შემცირებას, სასურსათო უსაფრთხოებას, მცირემასშტაბიანი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და დაეხმაროს იძულებით გადაადგილებულ და სტიქიით დაზარალებულ პირებს საცხოვრებლის მოვლა-პატრონობაში.
ქარხნის გახსნის ცერემონიალს USID-ის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში სტეფან ჰეიკინი, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე, პარლამენტარი ირაკლი ტრიპოლსკი, USAID/NEO-ს პროექტის ხელმძღვანელი კირკ რამერი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ .
ქარხნის გახსნის შემდეგ ღონისძიებაში მონაწილე პირებმა, სოფელ ბულაჩაურის, 2012 წლის ივლისში მოსული სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მულტი მინერალური საკვები ბლოკების დარიგებაში მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნული საკვები მესაქონლეობასა და მებოსტნეობაში პარაზიტების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. ის ასრულებს დიეტური დანამატის როლს და ზამთრის განმავლობაში საქონლის გამოკვებაში მოსახლეობას დიდ დახმარებას გაუწევს.
გარდა ამისა, NEO გეგმავს სოფელ ბულაჩაურში დაამონტაჟოს 5 ერთეული სათბური, სადაც ბოსტნეულის ჩითილების წარმოება მოხდება. პროექტის ფარგლებში იგეგმება ასევე, აღნიშნული სოფლის მოსახლეობისათვის სათესლე კარტოფილი დარიგება და სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში გაბიონების რეაბილიტაცია.

















