თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხვალ ფოტოგამოფენა “საქართველო ISAF”-ში მოეწყობა.
გამოფენას ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი დაათვალიერებენ, რის შემდეგაც ისინი სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ.
ღონისძიება ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით იმართება.
გამოფენა ხვალ, 15 საათზე გაიმართება.

















