"ქართული დასი" მინიმალური პენსიის 170 ლარამდე გაზრდას მოითხოვს.
"ქართულმა დასმა" საპენსიო რეფორმის ალტერნატიული პროექტი შეიმუშავა, რომლის თანახმადაც, ყველა კატეგორიის პენსიონერის მინიმალური პენსია საარსებო მინიმუმს უნდა გაუტოლდეს და 170 ლარი გახდეს.
"ქართული დასი" ასევე ითხოვს, რომ 2013 წლის 1 იანვრიდან ასაკით პენსიონერთა პენსიას -170 ლარს დაემატოს ყოველ ნამსახურებ წელზე 2 ლარი.
"ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ საპენსიო რეფორმის ალტერნატიული პროექტი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს წარუდგინა, თუმცა, მისი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.
ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტში გუშინ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ საპენსიო რეფორმაზე ისაუბრა.

















