სასტუმრო „ ქორთიარდ მერიოტში “ მრგვალი მაგიდა თემაზე „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და სასამართლოს დისკრეცია“ გაიმართება.
ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის ინფორმაციით, მრგვალ მაგიდაზე მიწვეული ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასჯელის ინდივიდუალიზაცია და სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობისას. შემუშავებული რეკომენდაციები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაეგზავნება.
ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარა¬მიძე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე ინიტა პაულოვიჩა და ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის ხელმძღვანელი ვალტერ ვანგბერგი დაესწრებიან.
ღონისძიების ორგანიზატორები გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია საქართველოში (NORLAG) არიან.

















