არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" დღეს ფილმის - "საკუთრების დაუცველი უფლება საქართველოში" პრეზენტაციას გამართავს.
ორგანიზაციის ინფორმაციიტ, ფილმში ასახულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში იმ დაზარალებული პირების ისტორიები, რომლებსაც ხელისუფლების წარმომადგენლები მუქარის გზით აიძულებდნენ საკუთარი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემას.
ფილმის ხანგრძლივობა 40 წუთია. ჩვენება დისკუსიით გაგრძელდება.
ფილმი მომზადებულია ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველოს", ამერიკის
შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოსა და შვედეთის საერთაშორისო
განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ.
პრეზენტაცია დღეს, 19 საათზე, წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" გაიმართება.

















