ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და შემოქმედებითი ჯგუფი ,,Art info საქართველო,“
ახალი სახელოვნებო ჟურნალის ,,Art info საქართველო“ პრეზენტაციას გამართავენ.
თსუ-ს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ჟურნალი ყოველთვიურად გამოვა და მასში როგორც თანამედროვე ქართული, ისე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ლიტერატურული პროცესები გაშუქდება. ჟურნალის პირველ ნომერში წარმოდგენილი მასალები მოიცავს ხელოვნების თითქმის ყველა დარგს. მკითხველი ცნობილი ავტორების ნაწარმოებებს გაეცნობა.
თსუ-ს ინფორმაციითვე, ,,Art info საქართველოს“ მიზანია ხელი შეუწყოს მთარგმნელობითი და კრიტიკულ-პუბლიცისტური მიმართულებების განვითარებას.
ჟურნალის რედაქციისა და შემოქმედებითი ჯგუფის წევრები ძირითადად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან.
პრეზენტაცია დღეს 17:00 საათზე გაიმართება.

















