გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე და UNDP-ის პროგრამების ხელმძღვანელი სოფო ქემხაძე,
დღეს სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში, სახიფათო ნარჩენების მართვაში, საკანომდებლო შესაძლებლობების გაძლიერების თემაზე ტრენინგს გახსნიან.
ტრენინგი „მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების (მოდ) პესტიციდების განთავსება და საწყისი ქმედებები საქართველოში აკუმულირებული მოდ პესტიციდების გაუვნებელყოფის მიზნით“ პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
ტრენინგში „სახიფათო ნარჩენების მართვაში საკანონმდებლო და ადმინისტრაციული
შესაძლებლობების გაძლიერება“, გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალიტებთან ერთად,
მონაწილეობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სოფლის მეურნეობის,
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ფინანსთა სამინისტროების, საგანგებო
სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, მარნეულის
მუნიციპალიტეტის, ქ. თბილისის მერიის წარმომადგენლები მიიღებენ.
ტრენინგს დაესწრებიან აგრეთვე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები საკანონმდებლო საკითხებში.

















