თბილისის საკრებულოს ფრაქციები, ,,ქართული ოცნება-თბილისი" და ,,ქართული ოცნება-თბილისელები," დღეს, ერთობლივ გაფართოებულ სხდომას გამართავენ.
შეხვედრის თემა დედაქალაქის 2012-2013 წლის ბიუჯეტი და საბავშვო ბაღების სააგენტოს საქმიანობა იქნება.
საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფრაქციების წარმომადგენლების შეკითხვებს, თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა და სხვა პასუხისმგებელი პირები უპასუხებენ.

















