გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები
და დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსი გიორგი შონვაძე, დღეს ლაგოდეხის ნაკრძალს ეწვევიან.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს დაცული ტერიტორიებისა და ზოგადად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის პრობლემების შესწავლას. მინისტრი შეხვდება აგრეთვე ადგილობრივ მოსახლეობას და მედიის წარმომადგენლებს.
დღესვე, ლაგოდეხში პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გასვლითი სესია გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში, მოეწყობა ლაგოდეხის ნაკრძალის საუკუნოვანი ისტორიის აღსანიშნავი სპეციალური ფოტოგამოფენა.

















