ქართველმა ფეხბურთელმა ლადო დვალიშვილიმა, პოლონეთის ჩემპიონატში მორიგი, მეშვიდე გოლი გაიტანა და თავის გუნდ "პოლონიას" გამარჯვებაში დაეხმარა.
პოლონეთის "ექსტრაკლასას" მე-15 ტურში ვარშავას "პოლონიამ" შჩეცინის "პოგონი" 2:0 დაამარცხა , დვალიშვილმა კი მეტოქის კარი 60-ე წუთზე აიღო, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 7 გოლია და იგი ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილზეა.
“პოლონიამ” 15 თამაშიდან, 8 გამარჯვება მოიპოვა, 28 ქულა მოაგროვა და პირველი წრე მესამე ადგილზე დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ პოლონურმა სპორტულმა ტელევიზია “სპორტმა” დვალიშვილი “ექსტრაკლასას”მიმდინარე სეზონის პირველი წრის საუკეთესო თავდამსხმელად დაასახელა.

















