საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში, დღეს სტუდენტური თვითმმართველობების განვითარების კომისიისპირველი სხდომა გაიმართა.
კომისია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონსულტაციო ორგანოს წარმოადგენს და მისი მთავარი ამოცანა სტუდენტური თვითმმართველობების საკითხებთან დაკავშირებით წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებაა.
სხდომას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე უძღვებოდა. მან კომისიის წევრებს მათი უფლება-მოვალეობები, მიზნები და კომისიის სამუშაო ჯგუფების ძირითადი მიმართულებები გააცნო.
შეხვედრაში მონაწილე სტუდენტები, სტუდენტური თვითმმართველობების განვითარების სტრუქტურის, სტუდენტურ უფლებათა დეკლარაციის და დაფინანსების საკითხებზე იმუშავებენ.
დაიგეგმა ასევე გასვლითი სამუშაო შეხვედრა, რომელიც კომისიის წევრებს სამუშაო პროცესის დაგეგმვაში დაეხმარება.

















