სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, გაცნობითი ხასიათის ვიზიტით, დღეს უნგრეთის რესპუბლიკის ელჩი - შანდორ საბო ეწვია.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ელჩმა მინისტრს მისი უნგრელი კოლეგის წერილობითი მილოცვა გადასცა. ლევან ყიფიანმა ელჩს სამინისტროს მომავალი გეგმებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შანდორ საბომ განსაკუთრებული ინტერესი ქართული ფეხბურთის მიმართ გამოიჩინა და საუბარში აღნიშნა, რომ „დინამოსა" და დავით ყიფიანის გულშემატკივარი იყო. ორივე მხარემ შემდგომი თანამშრომლობის სურვილი და იმედი გამოთქვა.

















