საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ 4 დეკემბრიდან 12 დეკემბრამდე საანალიზო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად,
გამოკითხვაში მონაწილეთა 40,6 პროცენტი მიიჩნევს, რომ ახალი ხელისუფლება რეიტინგს კარგავს.
კითხვაზე „თქვენი აზით, კარგავს თუ არა საზოგადოებაში რეიტინგს ახალი ხელისუფლება“, გამოკითხვაში მონაწილეთა 40,6 პროცენტმა დადებითად უპასუხა, 46,9 პროცენტს კი საპირისპირო მოსაზრება გააჩნია.
ამასთან, დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა გამოკითხვაში მონაწილეთა 12,5 პროცენტს გაუჭირდა.

















