ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად,
გამოკითხულთა 7 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება, 51 პროცენტს კი მიაჩნია, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება.
NDI - ს კვლევის თანახმადვე, გამოკითხულთა 12 პროცენტის აზრით საქართველო არ იცვლება, 9 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება.
ამასთან 2 პროცენტი დარწმუნებულია, რომ საქართველო ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 18 პროცენტს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

















