მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, თავს დასაქმებულად გამოკითხულთა მხოლოდ 33 პროცენტი თვლის,
67 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ ის დაუსაქმებელია.
დასაქმებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლევის შედეგების მიხედვით, თბილისში ფიქსირდება - 40 %, ხოლო რაც შეეხება ამ მაჩვენებლის თანაფარდობას ქალაქსა და სოფელს შორის, ქალაქში თავს დასაქმებულად გამოკითხულთა 35%, სოფელში კი 27% მიიჩნევს.
ამასთან, დასაქმებულად თავს უფრო მეტი მამაკაცი მიიჩნევს, ვიდრე ქალი.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.

















