ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად,
არაქალაქელი მოსახლეობა მათთვის უმნიშვნელოვანეს საკითხად, კომუნალური მრიცხველების თემას ასახელებს.
კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობა მნიშვნელოვნად მიიჩნევს აგრეთვე სასკოლო სახელმძღვანელოების ღირებულებას, საბავშვო ბაღების ფასებს ან მათ არარსებობას, კანალიზაციას, ნარკომანიას, სატელეფონო ანგარიშიდან 112-ის გადასახადის ჩამოჭრას და ნაგვის გატანას.
NDI - ს მიერ ნოემბრის თვეში ჩატარებული კვლევის შედეგები, საზოგადოებისთვის დღეს გახდა ცნობილი.

















