მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად,
გამოკითხულთა უმრავლესობა, ადგილობრივ საკითხთაგან უმნიშვნელოვანესად, ელექტროენერგიის გადასახადზე ნაგვის გადასახადის მიბმას, კომუნალური მომსახურების ღირებულებას და ადგილობრივი სამედიცინო მომსახურების არსებობას ასახელებს.
ამავე კითხვაზე, მნიშვნელოვან საკითხებს შორის არის აგრეთვე გზები, ტრანსპორტის ღირებულება, გაზმომარაგება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შემცირება და წყალმომარაგება.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.

















