ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად,
გამოკითხულთა 8 პროცენტი მიიჩნევს, რომ 2008 წელთან შედარებით, საქართველოში სამუშაო ადგილების მიმართულებით მდგომარეობა გაუმჯობესდა, 50 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ მდგომარეობა არ შეცვლილა.
NDI -ს გამოკითხვის შედეგების თანახმადვე, გამოკითხულთა 31პროცენტს მიაჩნია, რომ ამ კუთხით ბოლო 5 წელიწადში მდგომარეობა გაუარესდა, 9 პროცენტს კითხვაზე პასუხი არ აქვს, ხოლო 2 პროცენტმა პასუხზე უარი განაცხადა.
კვლევა ამა წლის 14-25 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 1,947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

















