მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად,
გამოკითხულთათვის და მათი ოჯახის წევრებისთვის, უმნიშვნელოვანეს ეროვნულ საკითხთა შორის, პირველ ადგილზე სასამართლო სისტემა დასახელდა, რასაც საქართველოს ნატოში გაწევრიანება და პატიმრების მდგომარეობა მოსდევს.
NDI-ს კვლევის შედეგებით, საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს ეროვნულ საკითხთა შორისაა აგრეთვე სიტყვის თავისუფლება, სამართლიანი არჩევნები, ევროკავშირში გაწევრიანება, საკუთრების უფლება, კრიმინალი, კორუფცია და მედიის დამოუკიდებლობა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.

















