საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების
ცენტრალურ არქივს,
ომარ კელაპტრიშვილის მეუღლემ ცნობილი მუსიკოსის შემოქმედების ამსახველი ვიდეოკადრებისა და აუდიოჩანაწერების კოლექცია საჩუქრად გადასცა.
ვიდეოკადრების საერთო მოცულობა 9 საათსა და 30 წუთს შეადგენს, რაც შეეხება აუდიოკოლექციას, მასში გაერთიანებულია ორიგინალი ჩანაწერები მაგნიტურ ფირზე
და ასახავს ომარ კელაპტრიშვილის, ფოლკლური ანსამბლების "იავნანა"და "კელაპტარი" ჩანაწერებს. კოლექციის საერთო მოცულობა 8 საათი და 30 წუთია.
არქივის ხელმძღვანელობა კოლექციას მნიშვნელოვან შენაძენს უწოდებს, რადგან დღემდე ომარ კელაპტრიშვილის შესახებ, არქივში მწირი მასალა იყო დაცული.
კოლექცია საარქივო წესით უკვე დამუშავდა. გაიშიფრა და დაზუსტდა ვიდეო და აუდიო მასალა.
კოლექციის მასალები უკვე გადატანილია ელექტრონულ ფორმატში და შექმნილია სადაზღვევო და გამოყენების ფონდები.

















