გარემოს დაცვის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში, დღეს, ნარჩენების მართვის საკითხებში, დონორთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია გარემოსდაცვითი პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და მიმდინარე პროექტების წარდგენა ნარჩენების მართვის საკითხებში.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროების, თბილისის და ბათუმის მერიის და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრა დღეს 15 საათზე გაიმართება.

















