ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) დღეს, მედიას ნოემბრის თვეში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენს.
კვლევა ჩატარდა თემაზე - "საზოგადოების განწყობა საქართველოში".
კვლევის პრეზენტაცია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“ გაიმართება.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 14-25 ნოემბრის პერიოდში ჩატარდა და
საქართველოს მასშტაბით, 1,947 პირის ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის
საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და
თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და მას კავკასიის კვლევითი რესურსების
ცენტრი (CRRC) ატარებს.

















