საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, დღეს სამინისტროში ეროვნულ ლატარეასთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართება.
კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში განიხილება საქართველოს ეროვნული ლატარიის, კერძოდ, ლატარიის რეალიზებიდან შემოსავლის შესაძლო განაწილების საკითხი კულტურისა და სპორტის სფეროების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის.
განხილვის მიზანია აგრეთვე რეკომენდაციების შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა.
შეხვედრას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და იუსტიციის სამინისტროების, ასევე საქართველოს ფოსტის წარმომადგენლები და ხელოვანები დაესწრებიან.

















