სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საკონფერენციო დარაბზში გამართულ საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე,
დელეგატებმა ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ომარ ფხაკაძე უმცროსი, ერთხმად აიღციეს.
ფედერაციის ახალი პრეზიდენტი, ვეტერანი ველომრბოლელის, მსოფლიო ჩემპიონისა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორის ომარ ფხაკაძის ვაჟია.
პრეზიდენტობისათვის კენჭს 3 კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი - ბესიკ ნადირაძე,ომარ ფხაკაძე და ნუკრი ვაშაკიძე იყრიდნენ.
ბესიკ ნადირაძემ საანგარიშო მოხსენების შემდეგ კანდიდატურა მოხსნა, ღია კენჭისყრაზე კი ყრილობის დელეგატებმა ომარ ფხაკაძეს ერთხმად დაუჭირეს მხარი
ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მქონე 63 დელეგატი იყო მოწვეული. ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ახალ კანდიდატურებთან ერთად - ბესიკ ნადირაძეც დაამტკიცა, პოსტი შეინარჩუნა მოქმედმა გენერალურმა მდივანმა -რუსლან ჯაოშვილმა.

















