საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ, 3 დეკემბრიდან 11 დეკემბრამდე საანალიზო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად,
ვანო ჩხარტიშვილისათვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭებას, გამოკითხულთა 71,4 პროცენტი ეწინააღმდეგება.
კითხვაზე  „მიზანშეწონილად მიგაჩნიათ თუ არა ვანო ჩხარტიშვილისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭება“ , გამოკითხულთა 17,9 პროცენტმა უპასუხა, რომ აღნიშნული სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილად მიაჩნია, 71,4 პროცენტი კი მას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.
დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა, მონაწილეთა 10,7 პროცენტს გაუჭირდა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                 
                                



 
                        
                                     
                                     
                                     
                                     
                                     
                                    












