საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ხვალ ებრაული დღესასწაულის ხანუქისადმი მიძღვნილი გამოფენას უმასპინძლებს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული უნიკალური მასალები, მათ შორის - თორის გვირგვინი, თორა, ვერცხლის ამულეტი – ამოტვიფრული ებრაული წარწერით და სხვა.
ღონისძიებაზე აგრეთვე გამოიფინება ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ძველი ებრაული წიგნები და ხელნაწერები ესთერის გრაგნილი (ხელნაწერი), თორა და ასე შემდეგ.
დამთვალიერებელს საშუალება ექნება ასევე იხილოს უნიკალური ექსპონატები, რომელიც პირველად, ერთი დღით, გამოფინება ხანუქის დღის საპატივცემულოდ.
ღონისძიებას დაესწრებიან ებრაული ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სხვა საპატიო სტუმრები.
გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ებრაული სააგენტო "სოხნუთი" და ევროაზიული ებრაული კონგრესი.

















