„ქორთიარდ მარიოტში“, დღეს თემაზე „WorldSkills Georgia ხარისხიანი პროფესიული განათლებისათვის“,
კონფერენცია გაიმართა, რომლის მიზანიც საქართველოში პროფესიული განათლების განვითარება, ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება იყო.
კონფერენციის მუშაობაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების და კერძო ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კონფერენციაზე განცხადება გაკეთდა პროექტ WorldSkills Georgia-ს ეროვნული კონკურსის შესახებ, რომელიც 2013 წლის 2-7 ივლისს გერმანიის ქალაქ ლაიფციგში ჩატარდება. WorldSkills International-ის 42-ე კონკურსში საქართველო პირველად მიიღებს მონაწილეობას. ქართველი კონკურსანტები 2013 თებერვალში სამ სპეციალობაში (შემდუღებელი, მზარეული და ვებდიზაინერი) შეირჩევიან. ყველაზე პერსპექტიულ და მაღალი კვალიფიკაციის მქონე წარმომადგენლებს საკონკურსოდ WorldSkills Georgia-ს ექსპერტები მოამზადებენ.
WorldSkills Georgia საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კერძო სტრუქტურებისა და ასოციაციების ერთობლივი პროექტია. პროექტი გერმანიის მთავრობის მხარდაჭერითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური დახმარებით ხორციელდება.

















