საქართველოშ 4 დღიანი სამუშაო ვიზიტით მყოფმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა, პირველი შეხვედრა დღეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში გამართეს.
კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, განვითარების ბანკის ჯგუფის წევრები, კომპანიის ახლად დანიშნულ გენერალურ დირექტორს არჩილ ცაბუტაშვილს და მის მოადგილეებს გაეცნენ.
პრესსამსახურის ინფორმაციითვე, შეხვედრის ფარგლებში კომპანიის ხელმძღვანელობამ განიხილა მიმდინარე და სამომავლო პროექტები, რომელიც ქუთაისის, ფოთის, ანაკლიის და მესტიის უწყვეტ, სტაბილურ წყალმომარაგებას ისახავს მიზნად.
„კომპანიაში მენეჯმენტის და სტრუქტურის შეცვლა არ შეაფერხებს დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. დაგეგმილი პროექტების დაჩქარებულ ვადებში განხორციელება კი, ჩვენი აუცილებელი პირობაა“ - განაცხადა ცაბუტაშვილმა შეხვედრაზე.

















