სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, დღეს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ ორგანიზებული ვიქტორინა „ეთნოსები და რელიგიები საქართველოში“ ჩატარდება.
ვიქტორინაში მონაწილეობას თბილისის ათი სკოლის ათი გუნდი მიიღებს.
როგორც „ნიუსპრესს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, გამარჯვებული გუნდის წევრები სპეციალური პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან. ყველა მონაწილეს გადაეცემა სამახსოვრო პრიზები.
მონაწილე გუნდები სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების სასკოლო სამოქალაქო კლუბებს წარმოადგენენ. აღნიშნულ პროგრამას ორგანიზაცია PH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს.

















