სასტუმროში „შერატონ მეტეხი პალასში“ დღეს, გარემოს დაცვის სამინისტროს დონორების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნობიან სამინისტროს სამომავლო გეგმებს, ისაუბრებენ გარემოსდაცვითი პოლიტიკის კუთხით ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილავენ გარემოს დაცვის სექტორში განხორციელებულ ცვლილებებს. შეხვედრის დროს განიხილება აგრეთვე სამინისტროს სამომავლო გეგმებსა და დონორებთან თანამშრომლობის პერსპექტივები.
შეხვედრაზე მიწვეულნი არიან საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა და 30-მდე სხვადასხვა საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი რანგის წარმომადგენელები.
შეხვედრა დღეს 15 საათზე დაიწყება.

















