11 დეკემბერს 10 - დან 17 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა გლდანის მასივის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს შეეხება:.
ასევე 10 - დან 17 საათამდე შეეზღუდებათ ელექტრომომარაგება კრწანისის რაიონში მტკვრის, ათონელის (ნაწილობრივ) და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ხვალვე 10 - დან 16 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ვაზისუბნის 1 მიკრორაიონის მაცხოვრებლებსაც.
როგორც "ნიუსპრესს" "თელასიდან" აცნობეს, ქვესადგურში "დიღომი-2," სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 დეკემბერს 10 - დან 14 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება საბურთალოს რაიონის ნაწილს, კონკრეტულად კი, პეტრიწის, თავდადებულის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ასევე სოფელ ტაბახმელას, წავკისის და კოჯრის მაცხოვრებლებს.

















