საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივნის გაი რაიდერის პირადი მიწვევით და რუსეთის ხელისუფლების ორგანიზებით მიმდინარე მსოფლიო ფორუმს დაესწრება,
რომელზეც მხოლოდ 4 ქვეყნის პროფკავშირული ლიდერია მიწვეული.
ამის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირების პრესსამსახური ავრცელებს.
ხვალ კი ირაკლი პეტრიაშვილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელს შეხვდება.
საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე საქართველოს შრომის სფეროში არსებულ ვითარებაზე და იმ ტენდენციაზე აპირებს საუბარს, რომელიც1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შეინიშნება. ირაკლი პეტრიაშვილი გაი რაიდერს - მადლობას უხდის აგრეთვე გასული ხელისუფლების ზეწოლის პერიოდში უპრეცენდენტო მხარდაჭერისთვის.

















