„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) დღეს, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში, ქუთაისის პარლამენტის მშენებლობასთან დაკავშირებით,
საიდუმლო ხარჯების შესახებ ინფორმაციას წარმოადგენს.
ფონდის პრესსამსახურის ინფორმაციით, სპეციალურ პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება პარლამენტის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების ანალიზი, დაფინანსების სქემა და ინფორმაცია პარლამენტის მშენებლობის განმახორციელებელი კომპანიების შესახებ.
„საქართველოს ახალი პარლამენტის მშენებლობის პროცესი და მასზე გაწეული ხარჯები იყო
საზოგადოებისთვის უცნობი და გაუმჭვირვალე. შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი,
რამდენად მიზანმიმართულად ხდებოდა გამოყოფილი თანხების ათვისება კერძო კომპანიების
მიერ, რომელთა დამფუძნებლებსაც წარმოადგენდნენ მაღალი თანამდებობის პირები“ - ნათქვამია წინმსწრებ ინფორმაციაში.
სტატია ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ინიციატივით, ფონდის მიერ
დაფინანსებული პროექტის "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge"
ფარგლებში მომზადდა.

















