საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მოერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად,
გამოკითხვაში მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა, ახალი წლის მილოცვას პრემიერ ბიძინა ივანიშვილისგან ისურვებდა.
კითხვაზე - „ვისგან ისურვებდით ახალი 2013 წლის მილოცვას“, გამოკითხვაში მონაწილეთა 57,4 პროცენტმა უპასუხა, რომ მილოცვას ივანიშვილისგან ისურვებდა, 14,9 პროცენტი კი ახალი წლის მილოცვას მიხეილ სააკაშვილისგან ისურვებდა.
გამოკითხვაში მონაწილეთა 25,6 პროცენტი, ახალი წლის მიმლოცველად არცერთ მათგანს არ ისურვებდა, ხოლო 2,1 პროცენტს დასმულ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

















